ვირუსი

. . . რა საშინელი რამეა ეს ვირუსი, ყველაფერი მტკივა არადა გუშინ ჯერ კიდევ ვიცინოდი, დღემ მშვენივრად ჩაიარა მერეკი რომ გამეღვიძა (ღამით) სულ ცხელი ვიყავი და “ვვარვარებდი”  ფეხზე ხელს რომ ვიდებდი მეგონა ცეცხლი მეკიდა, მერე უცებ ყველაფერი ამტკივდა აფსოლუტურად ყველაფერი. ასე გავათიე ღამე ტკივილში და ტანჯვა წამებაში არანაირი წამალი მე არ მშველოდა. Image.ეხლა კი აი ასე გამოვიყურები ზემოთ რომ ნახეთ, თვალებს წესიერადაც კი ვერ ვახელ. 

მწოლიარეც ვერ ვჩერდები არ შემიძლია ისე უარესად ვხდები, მირჩევია ინტერნეტით მაინც ვიკონტაქტო ხალხთან, ვიდრე ზომბივით ვიწვე საწოლში და ვუსმენდე კითხვებს” : – შეჭამ? შეჭამ? შეჭამ? შეჭამ?

– მეკი დაღლილი ყოველ ჯერზე ვპასუხობდე – არა არა არა

Advertisements

ჩემი პირველი სიყვარული

. . . ჰოო,დღეს გადავწყვიტე ჩემი პირველი სიყვარულის შესახებ გიამბოთ. 

– მაშინ 7 წლის ვიყავი პირველად რომ შემიყვარდა, ისიც 7 წლის იყო და ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ მეც ხშირად მივდიოდი ხოლმე მათთან და ასე დავახლოვდით. 

მე მართლა შემიყვარდა ანი, მას არ ვუყვარდი და მხოლოდ მეგობრობდა ჩემთან გადავწყვიტე როგორმე თავი მომეწონებინა და რაც მაგარი ტანსაცმელი მქონდა ხოლმე ჩავიცმევდი და მისი სახლისკენ გავეშურებოდი ხოლმე. მახსოვს ერთხელაც ასე შევიკაზმე და დავაპირე მის სახლთან გავლა, გამიმართლა – გარეთ დამხვდა ბავშვებთან ერთად მე ისე ჩავუარე არც მივესალმე და უცებ უკნიდან გავიგე შეძახილი “ვაუ” – ისე გამისწორდა და მესიამოვნა, ვიცოდი რომ ეს ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებული “ვაუ” – იყო. 

– ასე გრძელდებოდა 3 წელი 

3 წელი მიყვარდა ზუსტად, და ვფიქრობ რომ მართლაც მიყვარდა და ეს დრო კარგად მახსენდება, პირველი ბავშური სიყვარული იყო ჩემი ^^  

. . . ჰო, ეჰა რა ხდება ჩვენ შორის?  

არაფერიც არ ხდება, ეხლა ჩვენ მშვენიერი მეგობრები ვართ, ადრე ეს ჩემთვის წარმოუდგენელი შეიძლება ყოფილიყო მაგრამ ასეა, ერთ პერიოდს მეორე შეენაცვლა და ვფიქრობ კარგია, ახლა შესანიშნავი მეგობრები ვართ, რომელსაც ხშირად ვაფასებინებ იმ გოგოებს რომლებიც მომწონს. 

– ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული. (ჰაჰ, მეორე ჯერაც კი არ მწვევია). Image

რაღაცას მივხდი

. . .  დღეს რაღაცას მივხდი, მივხდი იმას რომ როდესაც მგონია რომ ცხოვრებისთვის მზად ვარ, არაფერი ვყოფილვარ, შემაშინა პატარა დაბრკოლებამ და დიდი ცხოვრებისაკენ მივილტვი. მეგონა რომ უკვე ვიცოდი ის რაც უნდა მცოდნოდა, არადა სინამდვილეში რა ვიცი? არაფერი. ვინ ვარ? არავინ. რას ვაკეთებ ამ ქვეყანაზე? რაა ჩემი მისია? – არ ვიცი. 

გამოდის რომ არ მქონია ჩემი ადგილი ცხოვრებაში მაშინ როდესაც დიდ ცხოვრებას ვეჭიდები ორივე ხელით, რა ნიადაგით ვაკეთებ ამას? რისი იმედი მაქვს?  Imageნახევრად დამხატა ცხოვრებამ, თავი დამხატა ბოლოს გარეშე, თავს კი მეგონა ბოლოც მქონდა მეგონა სრულყოფილი ვიყავი. მანამ სანამ ერთხელ არ დამაინეტეა ფეხების დანახვა და ის ვერ დავინახე. მივხდი რომ ის არ მქონია, სადაა რატომ არ მაქვს ? ღმერთმა მომცა შანსი მეკი მას ვკარგავ. რთულად მოსაპოვებელი თავი მიბოძა უფასოთ მეკი ფეხების მოპოვებაც არ მინდა. 

სადღაც შორს

მინდა წავიდე სადღაც შორს, აქ არა შორს, შორს ძალიან შორს ყველაფრის მიღმა მინდა დავრჩე. დავრჩე და გიყუროთ ყოველთვის მაინტერესებდა რაოდენ საინტერესო იქნებოდა იმ 1 ადამიანის თვალით დანახული ეს ამხელა ვებერთელა სამყარო. მაინტერესებს რისი შეცვლა მომინდებოდა ან რას დავტოვებდი იგივეს 

 

Image

არასოდეს მინდოდა ღმერთი ვყოფილიყავი, ამას არც არასდროს ვისურვებ წარმოიდგინეთ რაოდენ რთულია 1 ადამიანისთვის უყუროს ამდენ საშინელებას და გულის ტკივილს, ისმინოს ამდენი დაჩაგრული და უმწეო ადამიანის თხოვნები, რაოდენ რთულია უყურო შენს საკუთარ შვილებს როგორ გღალატობენ, როგორ არ სწამთ შენი როგორ უჯერებენ თვალით ხილულს, როგორ დაჰკარგვიათ ადამიანობის შეგრძენება, მათთვის ხომ ყველაფერი გაუფასურდა ყველა წმინდა გრძნობა, შენ კი უფალო ხედავ ამ ყველაფერს და გული გტკივა გული გტკივა წარსულზე და ლოცავ მომავალს.  

სიყვარულში დავიკარგე

დღითიდღე ვხვდები თუ როგორ მიყვარს, როგორ ვეტრფი. ის ჩემში ჩემზე მეტია, ის მე ვარ ის კი მე. მიყვარს მიყვარს და ვამაყობ, რომ ეს შემძლებია, ისე ნაზია ჩემთვის მისი ყოველი გაღომება ისე რთულია უყურო მას და არ დატკბე. იმდენად ჩემია იმდენად მიყვარს ვერ ვხვდები, ხანდახან ვეჭვიანობ კიდეც, დაკარგული ვარ ცხოვრებამ დამკარგა სიყვარულში. არ მინდა მიპოვოს, მოდი კარგად დავიმალები. რომ ვერასდროს ვერ მიპოვოს, აქ ხომ ასე კარგია, აქ ხომ ასე თბილა და ნაზია სურნელი. წადი თავი დამანებე წადი . . . მომკალი ან აქ დამტოვე, მომკალი ჰო მომკალი. მიყვარხარ. სამუდამოდ სიკვდილამდე, იმის იქით, ეს სიტყვებია გულწრფელი და ნამდვილი, შეიძლება ხვალ გაუფასურდეს მაგრამ შენ დაგრჩა ის რაც ყველაზე ბედნიერებს რჩებათ საბოლოოდ, მიზეზი თუ რატომ უნდა გეცხოვრა, რატომ უნდა გესუნთქა რატომ უნდა გეარსება, მე შენი სიცხოცხლის აზრი ვარ, შენ ჩემი. ❤ Image

დაბრუნება.

ჰეი სასტავ, დიდი ხანია პოსტი აღარ დამიდია. მარა მოგატყებთ რომ ვთქვა : “აღარც კი მახსოვს როგორ უნდა დავწერო პოსტი თქო ” – ჰოდა ანუ დიდი ხანია ვეღარ ვწერდი (აღარ) დრო მქონდა და თან არ მქონდა, თან ყველაფერს ვაკეთებდი თან არაფერს, საბოლოოდ ისე მოხდა რომ არაფერი მიკეთებია. ჰო დღეს ვდებ მარა შემდეგ პოსტს როდის დავწერ არ ვიცი, შეიძლება დღესვე ან 1 წლის მერე. ჩემს ცხოვრებში სიწყნარეა, არავინაა ისეთი რომ რამე ამიფორიქოს, მარა მაინც ვერ ვარ მშვიდად. 16 წლის გავხდი ამა წლის 21 იანვარს, მინდა მალე 17 ის გავხდე, არა ბავშურად არამედ იმიტომ რომ მქონდეს ჩემი საქმე და ჩემი ცხოვრება. რატომღაც ძალიან მიყვარხართ ბავშვებო რადგანაც ყოველთვის ჩემი სათქმელი ახლოოსაა თქვენთან და გაგება არ გიჭირთ, მადლობა რომ მომინახულე <3. დროებით. Image

სხვა გალაქტიკა

ძალიან დიდი ხანია უკვე ეს თემა მაინტერესებს , მაგრამ რათქმა უნდა მე ჯერ არ შემიძლია ამ ყველაფრის გამოკვლევა და გაგება. მეკი არა ნასას-აც არ შეუძლია – ჯერ მეცნიერები მზის სისტემას ვერ გაცდნენ და სხვა გალაქტიკებს რათქმა უნდა ვერ აღმოაჩენენ ჯერ.  რატომღაც მწამს და ვიცი რომ ჩვენს გარდა ბევრი გალაქტიკა შეიძლება არსებობდეს სამყაროში, დიდი შანსია რომელიმე მათგანზე ისეთივე პირობები იყოს საცხოვრებლად როგორიც პლანეტა დედამიწაზეა –  რატომაც არა ? რა არი ამაში დაუშვებელი და წარმოუდგენელი ? დამერწმუნებით არც არაფერი  

 

Image

 

2001 წელს თუ სწორად მახსოვს წელი , რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა ამოუცნობი ობიექტი რომლის ამოღებას რუსებმა ვერანაირი ძალიას გამოყენებით ვერ შეძლეს , არანაირ ტექნიკას არ შეეძლო მისი ადგილიდან დაძვრა არადა არ იყო დიდი ზომის – ის იყო ზუსტად ისეთი როგორიც უცხოპლანეტელთა ფილმებში თუ მულტფილმებშია წარმოდგენილი – ( არ მინდა ეს სასაცილოდ გეჩვენოთ , რადგანაც ამ ჰომალდის ნახვის შემდეგ იყენებენ ამ ხომალდებს მულტფილმებში )   ხოლო შემდეგ რუსებმა რადგანაც მისი დაძვრა ვერაფრის საშუალებით ვერ მოახერხეს მისი გადანდგურება გადაწყვიტეს და ააფეთქეს მაგრამ  ( ადამიანები იუწყებიან რომ რუსებმა ეს ხომალდი ამოიღო და ახლა იკვლევს მას ) 

ჩემი აზრით უცხოპლანეტელებიც არსებობენ – მათ შეუძლიათ ჩვენთან კონტაქტი და ჩვენს სამყაროში გადმოსვლა ხოლო ჩვენ ეს არ შეგვიძლია ჯერჯერობით რადგანაც ყველაზე პატარა გალაქტიკა ვართ ჩვენ.  რატომ არ შეიძლება არსებობდეს სხვა გალაქტიკები და იქ  იყოს ცხოვრება ?  მე მგონია რომ არსებობს სხვა გალაქტიკებიც სადაც სიცოცხლეა – შეიძლება ისინი ჩვენნაირი ადამიანებიც არიან , ანდა ჩვენზე ბევრად განვითარებულები რადგანაც მათ შეუძლიათ თავლყური ადევნონ დედამიწას , ჩვენ კი მათი ადგილსამყოფელიც არ ვიცით , მეცნიერულად არც კი მტკიცდება უცხოპლანეტელების არსებობა მაგრამ მე მჯერა !“

           

 

                      Image

    რამოდენიმე წლის წინათ ინდოეთში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები როდესაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძალიან ძალიან დიდი ზომის (აეოპორტის ) მაგვარი დაწესებულება თუ შეიძლება ასე ეწოდოს – რომელიც დაახლოვებით 3 მილიონი წლის წინანდელი უნდა იყოს , მაგრამ გაგიკვირდებათ და ის საოცრად თანამედროვედ იყო მოწყობილი და გაკეთებული , მეცნიერები ამბობენ რომ რამოდენიმე მილიონი წლის წინათ აქ მოხდა დიდი კატაკლიზმები რის შედეგადაც მდინარე გადმოდინდა და დაფარა მთელი დედამიწა. მაგრამ მე ასე ვფიქრობ – რომ ჩვენამდე სანამ ისტორიის წერა დაიწყებოდა მანამდე მილიონობით წლის წინათ არსებობდნენ ადამიანები რომლებმაც ჩვენზე ბევრად თანამედროვედ აზროვნებდნენ და ცხოვრობდნენ – ამისი ფიქრის საშუალებას მაძლევს ის ხომალდების აეროპორტი რომელიც ინდოეთში აღმოაჩინეს –  ხოლო მათი ისტორია წყდება მაშინ როდესაც დიდი კატაკლიზმები დაიწყო გადმოდინდა მდინარეები და სამყარო წყალმა მოიცვა ! ხოლო შემდეგ რამოდენიმე მილიონი წლის წინათ გავჩნდით ჩვენ ახალი ერა ადამიანების რომლებიც ვცდილობთ დღითიდღე განვითარებას როგორც ის ადამიანები რომლებიც მილიონობით წლის წინ არსებობდნენ !              

Image

რაღაც აუხსენელი მტანჯავს

რაღაც ამოუხსნელი და გამოუცნობი ჩემთვის მაწუხებს და მღრღნის, არაფერი არ დამიშავებია რომ ვთქვა რომ სინდისი მაწუხებს  თქო – პირიქით ეს ბოლო დროა ძალიან ადამიანური და ჰუმანური გავხდი ( ცოტა ცუდათ ჟღერს ჩემს თავზე ლაპარაკი მაგრამ უნდა ვთქვა ) ახლა უფრო ვნერვიულობ სხვებზე და ვცდილობ რამით დავეხმარო მათ. ვერ ვიტყვი რომ ეს რაღაც რაც შინაგანად მაწუხებს აუცილებლად ცუდი რამაა , მეც არ ვიცი რა დავარქვა ალბათ წარულში რამე საქმე დამრჩა დაუსრულებელი და მის დასრულებას მთხოვს, ანდა იქნებ უბრალოდ მეჩვენაბა ? არ ვიცი შეიძლება მეჩვენება კიდეც და ეს ჩემი ბრალია , შეიძლება მე თავად ვქმნი არაფრისგან ყველაფერს. არც ამის პასუხი არ ვიცი – საერთოდ ყოველთვის ვიცი რა მინდა რას ვაკეთებ და საერთოდ ვინ ვარ მაგრამ ამ შემთვევაში ძალიან დაბნეული ვარ – რაღაც მაწუხებს ისეთი რაც არ ვიცი რა შეიძლება იყოს , ან რისგან უნდა იყოს გამოწვეული ეს შინაგანი ბუნება   

 

Image

 

ალბათ უბრალოდ ასეთი ასაკი მაქვს და მაგის ბრალია ყველაფერი , რომ დავფიქრდე და ვთქვა რამე პრობლემა მაქვს და იმისი ბრალია თქო არაა ასე ! პრობლემები ყველა ადამიანს აქვს მაგრამ ხომ გააჩნია პრობლემას ? ჩემი იმედენად უმნიშვნელოებია მასზე არც ღირს ფიქრი – ხოდა დღეს გადავწვიტე რომ რამე წავიკითხო რამე ფსიქოლოგიური მინდა და ხვალ უნდა მოვეძებნო ბიბლიოთეკაში იქნებ  რამე ვნახო და წავიკითხო  , იქნებ ამან მაინც მიშველოს თორე ეს ყველაფერი უკვე აუტანელი ხდება @ 

 

Image

 

ხო კიდე რა ვთქვა აბა , თითქოს სკოლა არ მეყოფოდა ახლა ეს რაღაც შემეყარა რა დავარქვა არ ვიცი , მაგარმ მაინც არ ვწუწუნებ მადლობელი ვარ იმით რაც ვარ , როგორიც ვარ და რაც მაქვს – გემშვიდობებით შემდეგ პოსტამდე რომელიც სულ მალე იქნება 

სიტყვები არ მყოფნის

ალბათ მიხვდით უკვე რა თემაზეც ვაპირებ დღეს საუბარს და რა მძიმეა ჩემთვის ამ თემაზე საუბარი და გარჩევა მაგრამ ეს უნდა გავაკეთო დღეს

 

3 დღის წინ პირველად გამოჩნდა ტელევიზიაში პატიმრების ცემისა და მათი წამების ამსახველი ვიდეო მასალა , დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანმა მოახერხა და ნახა ეს უსაშინლესი ვიდეოები და ალბათ თქვენც ჩემსავით ძალიან დაგიმძიმდათ გული Image

 

როგორც იცით ქართველემა ხალხმა მიმართა სახალხო აქციებს და მათ გადაწვიტეს გამოსულიყვნენ და სოლიდარობა გამოეხატათ პატიმრებისათვის – მათ ეს ნამდვილად შეძლეს მათ დაანახეს ყველას თუ რამხელა ძალაა ახალგაზროდობაში ანუ რამხელა ძალა ვართ ჩვენ ყველას დაუმტკიცეთ რომ მართლა განსხვავებულად ძლიერი თაობა ვართ 

Image

 

 

საერთოდ მინდოდა ჩემი ბლოგი აფსოლიტურად ა პოლიტიკური ყოფილიყო მაგრამ როგორც ხედავთ ეს მაინც არ  გამომივიდა – არ გამომივიდა იმიტომ რომ მე ქართველი ვარ , მე ნამდვილი პატრიოტი ქართველი ვარ , და მე მიმაჩნია რომ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს ის რაც დღეს ხდება , არ უნდა მეფობდნენ ისინი ვინც მეფობენ , არ უნდა ვიყოთ მონები ხალხო ავდგეთ ყველა ერთად ხალხს დავანახოთ ჩვენი ძლიერება და შემოგვიერთდებიან დაძლევენ შიშს და დღითიდღე გავბევრდებით ! ხალხო ღმერთი არს ჩვენთან ხალხო ! Image

 

ხვალ სკოლა

ხვალ სკოლაა ? კი კი ნამდვილად სკოლაა. დღეს რაღაც ისე ვარ რომ საერთოდ ვერ ვაცნობიერებ რომ ხვალ სკოლა და ახალი სასწავლო წელი დაიწყება , რომ მე უკვე 11 კლასში ვარ . რაც ვიზრდები რაღაცნაირად იმას რასაც ბავშობაში ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა აზრს კარგავს , მაგალითად ასე 10-11 წლის რომ ვიყავი და სკოლის წინა დღე იყო დღეში 10 ჯერ ვიცმევდი იმ ტანსაცმელს რითიც ვაპირებდი სკოლაში მისვლას ;D 

დილით კიდევ რომ უნდა წავსულიყავი 9 საათზე , 7 – იდან ფეხზე ვიყავი უკვე ხოლმე – მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერმა ფასი დაკარგა, ხვალ საერთოდ თუ გამეღვიძა არ ვიცი ;D  Image

ხოდა ხვალ გადავიღებ ახალ სურათებს და დავდებ. მე თითონ რო მჯერა ჩემი ტყუილის მააგაზე მეცინება, 100 ფოტო რო გადავიღო იქიდან აი რა უნდა მოხდეს რო 99 მომეწონოს ;დ  არა სერიოზულად კრიტიკული ვარ ძაან სათითაო წერტილს უყურებ და ვაკვირდები, ეს ესე რატოა ? რანაირად  მაქვს სახე ? ფეხი სად მაქ  ? და ასე შემდეგ                                                                                                             

Image

აბა ხვალამდე გემშვიდობებით ყველას , იმედია ჩემი სიახლეები დამღლელი და უაზრო არაა , მე უბრალოდ ვცდილობ ჩემი ცხოვრება გადმოვცე და თუ დაგაინტერესად შემოდით და მომინახულეთ ხოლმე , ხო კიდევ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან – თუ რამე შენიშვნა ან რჩევის მოცემა გინდათ რომელიმე პოსტზე კომენტარებში დამიტოვეთ – სიამოვნებით მივიღებ მას 

%d bloggers like this: